უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერისთვის“.
ამის შესახებ ზელენსკი X-ში წერს.
“უკრაინა მადლიერია პრეზიდენტ ბაიდენის მტკიცე მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რომელიც, შეერთებული შტატების ორპარტიულ მხარდაჭერასთან ერთად, იყო და რჩება კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
ბოლო წლებში მიღებულ იქნა ბევრი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც გვემახსოვრება, როგორც პრეზიდენტ ბაიდენის გაბედული ნაბიჯები რთული პერიოდის საპასუხოდ. ჩვენ პატივს ვცემთ მის დღევანდელ რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას.
ჩვენ ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში.
არანაკლებ რთულია დღევანდელი ვითარება უკრაინაში და მთელ ევროპაში და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის შემდგომი ძლიერი ლიდერობა ხელს შეუშლის რუსულ ბოროტებას მიაღწიოს წარმატებას ან თავისი აგრესიის შედეგებს“, - წერს ზელენსკი.