საქართველოს თვდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ღარიბ ქვეყანაში, საარჩევნო კამპანია დაიწყო
- პარტიის 20 მილიონიანი ოფისიდან,
- იწყევლა ძალიან ბევრი,
- არც ერთი სიტყვა არ უთქვამს როგორ შეიცლება გაუსაძლისი ყოველდღიურობა მისი ხალხისთვის თუკი კიდევ 4 წელი დარჩება ხელისუფლებაში;
- სამაგიეროდ უკვე მე 8 არჩევნებია დაპირდათ რომ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის დასჯის
- ასევე შეპირდა, რომ ქვეყანასაც დასჯის იმიტომ რომ 2008 წლის ომს გამოიძიებს და წინასწარ იცის რომ ომში ჩვენი ჩართვისთვის სასჯელებს გამოწერს....
სულ ეს იყო...
სხვა არაფერი უთქვამს....
არაფერს ვამბობ იმაზე რომ ყველა მტერია, ყველა მოღალატეა, ყველა აგენტურის ნაწილია, და მხოლოდ ერთი დიადი პარტია არსებობს, ზუსტად ისე როგორც საბჭოეთში ან მისგან ერთადერთ მადლობა დამსახურებულ ჩინეთში
- იყო ბელადის დიდება და ბევრი ტაში.....
ამის ატანა, მშვიდად მოსმენა, ტაშის კვრა და ამისთვის ხმის მიცემა მხოლოდ ჭეშმარიტ ჰომო-სოვეტიკუსს შეუძლია, რომელიც იმედი მაქვს ძალიან, ძალიან ცოტაა დარჩენილი ჩემს სამშობლოში“, - წერს .