საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი დღეს ქალაქის მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს.
როგორც ქეთი ბექაური აცხადებს, გამსახურდიას საქმის გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება.
"არ ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები, არ იკითხება დაზარალებული ბაჯელიძე, საქმეში წარმოდგენილი არ არის ექსპერტიზის დასკვნები, ეს კანონდარღვევაა", - აცხადებს ბექაური.
რაც შეეხება თავად ცოტნე გამსახურდიას, რომელიც უკვე 28-ე დღეა შიმშილობს, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავიდა და სამედიცინო მომსახურებაზეც კი უარი თქვა.