უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაპირებული F-16-ის იპის გამნადგურებლები უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა.
ამის შესახებ ზელენსკიმ რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.
„იცით, რომ ვთქვათ, არსებობს უკრაინელებისთვის F-16-ების მიწოდების მძლავრი გადაწყვეტილება... მაგრამ რამდენი? იცით, ჩვენ ყოველთვის ველოდებით. როგორც დედაჩემი მელოდა სკოლის შემდეგ და მე ყოველთვის ვპოულობდი მიზეზს დამეგვიანებინა, ეს იგივეა, მაგრამ ბევრად უფრო სერიოზული“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ F-16-ებს უკრაინა ამ ზაფხულს მიიღებს . მისი თქმით, გამანადგურებლებთან პრობლემა არის რაოდენობა და თარიღები {უკრაინაში გაგზავნის}. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი ყოველდღიურად 300 თვითმფრინავს იყენებს დაამ დროს პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება 10, 20 თვითმფრინავის შესახებ.
50-ც რომ იყოს, არაფერია. მათ {ოკუპანტებს} სამი ასეული. აქვს ჩვენ თავს ვიცავთ, 128 თვითმფრინავი გვჭირდება... ვიდრე ჩვენ 128 თვითმფრინავი არ გვეყოლება, მათ ვერ შევედრებით ცაში, ეს რთული იქნება“, - დასძინა ზელენსკიმ.