ომის დაწყებიდან უკრაინაში რუსული ტყვეობიდან 3 310 ადამიანი დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები 53-ჯერ გაცვალეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვეძებთ გზებს, რომ გავათავისუფლოთ თითოეული ჩვენი სამხედრო, სამოქალაქო პირი, დდი თუ პატარა რუსული ტყვეობიდან- თქვა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთს იძულებით უკრაინის 14 ათასზე მეტი მოქალაქე ჰყავს დაკავებული.