საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებზე და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა,- ამის შესახებ განახადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
ბოკუჩავას თქმით, იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.
„საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებზე და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა და ახლა მისი პერსონალური ემისიის გაგზავნა ვაშინგტონში ვეღარ შეცვლის იმას, რომ მისი და მისი ხელისუფლების ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომპრომეტირებულია. აშშ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს და გვერდით უდგას ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა, ამისათვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და ივანიშვილის მარიონეტებისა და ემისრების გაგზავნა ვაშინგტონში.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა: “ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას, რომ, აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად. გაგზავნილი ჰყავს იქ და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა“.