ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში გაგზავნილიჰყავს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად, - ამის შესახებ ყოფილმა პერმიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერიმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „გახარიას კვირის“ ეთერში.
"ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას, რომ, აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად. გაგზავნილი ჰყავს იქ და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა.
ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციონალური დემოკრატია, მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებაში, რაიმეს რადიკალურად შეცვლის, ეს ჰგონიათ და მეორე, კიდევ ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ეგრეთ წოდებული საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ
პოლიტიკურ, ნუ, ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, აი, ეს ჰგონია ან სწორად, ან თავისი უძლეველობის წარმომსახველად, საოცარია" - თქვა გიორგი გახარიამ.