უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების, ისევე როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ნატო-ში მიწვევაზე უარის თქმის შესახებ არ შეესაბამება „მსოფლიო ლიდერების პოლიტიკას“.
ზელენსკიმ ამის შესახებ გამოცემა The Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ არის მზად ალიანსში უკრაინის მიწვევისთვის და ტრამპი ამბობს, რომ რომ არა ნატო, იმი შეიძლებოდა არ დაწყებულიყო.
"მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკა "ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან" და არ მგონია, რომ ეს მსოფლიო ლიდერების პოლიტიკაა. ეს ფრთხილი ნაბიჯებია. ეს ნაბიჯებია დამაღმულ ველზე. იმის გამო, რომ დღეს ნატო-ში მიწვევა არ გვაქვს, მეტ კონკრეტიკას ვითხოვთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ ამერიკას ეშინია პუტინის გაღიზიანების და ეს მისი თქმით, ნატო-ში უკრაინის მიწვევაზე უარის მიზეზია, მაშინ კიევი ითხოვს საშუალებებსრუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.
„ჩვენ ვითხოვთ Patriot -ებს, ვითხოვთ F-16-ებს, ვითხოვთ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას საკუთარი თავის დასაცავად. თუ ნატო ჯერ არ არის მზად ჩვენ დასაცავად და თავის ალიანსში მისარებად, მაშინ ჩვენ ვითხოვთ ყველაფერს, რატა ჩვენ შევძლოთ თავის დაცვა“, - თქვა ზელენსკიმ.