უკარინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ყველა ევროპელი ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი, - ამის შესახებ მან ვროკავშირის სამიტზე განაცხადა.
„ევროკავშირმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო. მადლობა ამისთვის. ევროპის ისტორიული არჩევანია და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, ბალკანეთის, საქართველოს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, დადგება საქართველოს დროც, ასევე დარწმუნებული ვარ, იქნება გადაწყვეტილებები ბელარუსთან დაკავშირებითაც, რადგან ბელარუსები, ასევე ევროპული ერია, რომელიც მომავალში ერთიან ევროპაში უნდა იყოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.