ირაკლი კობახიძე - ჩვენი სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან მტკიცეა, ეს სოლიდარობა გამოიხატება პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში და მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას
ჩვენ გვქონდა საშუალება ორჯერ გამოვსულიყავით სიტყვით, ერთხელ პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ფორმატში, ერთხელ გაფართოებულ ფორმატში, ასევე, სესიებს შორის გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით პრემიერ-მინისტრებს, ვიცე-პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართულ მედიასთან უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენაზე მსჯელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მტკიცე. ეს სოლიდარობა გამოიხატება პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას“, - განაცხადა პრემიერმა.