დღეს, 25 ნოემბერს, ოზურგეთში, 26 ნოემბერს კი ლენტეხში პოლიციის ახალი შენობები გაიხსნება.
24 ნოემბერს პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა თბილისში, ვაკეში გაიხსნა. შს მინისტრმა შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალი შენობა 23 ნოემბერს გორში გახსნა. შენობის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი. გახსნას ასევე დაესწრნენ მთავრობის სხვა წარმომადგენლები. პოლიციის შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარით. შენობაში განთავსებულია კეთილმოწყობილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები.
"როგორც ხედავთ შენობა ძალიან კარგია, ძალიან ლამაზია. პოლიციელები ასეთ პირობებში იმუშავებენ, რათა ჩვენს მოქალაქეებს მოვემსახუროთ. მალე გავხსნით თბილისში ვაკის პოლიციის სამმართველოს შენობას, ოზურგეთში პოლიციის სამმართველოს შენობას და ლენტეხში პოლიციის სამმართველოს შენობას ", _ განაცხადა მერაბიშვილმა.