შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, - ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
„პრეზიდენტები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯო ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების დესანტის გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად საფრანგეთში იმყოფება.