პარიზში დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის, რომლის დროსაც ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 225 მილიონი დოლარის ღირებულებისდახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა,როგორც სააგენტო AP იუწყება, ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკის ბოდიში მოუხადა დახმარების შეფერხების გამო, რამაც რუსეთს შესაძლებლობა მისცა მიეღო გარკვეული უპირატესობა ბრძოლის ველზე.
ამავე დროს, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხი მხარს დაუჭერს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში. "ჩვენ ისევ თქვენთან ვართ. სრულად. აბსოლუტურად," - თქვა ბაიდენმა.
მედიის ცნობიოთ, დახმარების პაკეტში შევა რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, Stinger-ის საზენიტო რაკეტები, Javelin-ის ანტისატანკო სისტემები და 155 მმ-იანი ჰაუბიცები, ჯავშანმანქანები, საპატრულო კატერები, სამშენებლო მასალები, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.