როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე თანხმდები , ამხელა რისკებზე მიდიხარ ჩინეთთან ურთიერთობაში, იმასაც ვერ ახერხებ, რომ გაერო-ში შენ სასარგებლოდ მისცეს ხმა, ეს არის ყველაზე დიდი მარცხი და კატასტროფა, - ამის შესახებ აფასებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა სევნილთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე, რომელსაც ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა და თავი შეიკავა.
ხიდაშელის თქმით, საქართელო-ჩინეთის ურთიერთობაში ჩინეთის ინტერესები პრიორიტეტულია, ხოლო ჩვენი ქვეყნის ინტერესები "ძირს არის დანარცხებული".
„მხარდაჭერაა, როდესაც ყოველ წელს მუდმივად აშშ ხმას აძლევს რეზოლუციას და ლობირებს უამრავ სახელმწიფოსთან, რომ ხმა მისცენ რეზოლუციას. მაშინ, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე თანხმდები , ამხელა რისკებზე მიდიხარ ჩინეთთან ურთიერთობაში, იმასაც ვერ ახერხებ, რომ გაეროში შენ სასარგებლოდ მისცეს ხმა, ეს არის ყველაზე დიდი მარცხი და კატასტროფა, რაც კი საგარეო ფრონტზე შეიძლება დაგვემართოს. ერთიანობაში გავქვს უკიდურესად ნეგატიური ბალანსი ჩინეთთან ურთიერთობაში, სადაც ჩინეთის ინტერესები არის არა უბრალოდ პრიორიტეტული, არამედ თავს მოხვეული ზე ზედმეტობით და საქართველოს ინტერესები მიწაზეა დანარცხებული, - განაცხადა ხიდაშელმა.
2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ცხრა ქვეყანამ, ხოლო 52-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ქვეყნებს შორის, რომელთაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, არის ჩინეთიც.