ძალიან ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არანაირ სანქციას არ იმსახურებს.
„ძალიან ვერ გაგახარებთ. არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თქვენი ეს მოლოდინი თუ გამტყუნდება, სწორი გადაწყვეტილება იქნება. არც პიროვნულად და არც მთლიანად საქართველოს ხელისუფლება არანაირ სანქციას არ იმსახურებს.
კიდევ ერთხელ, ვერ გაგახარებთ ამ თემით. არავის მისვლია შეტყობინება. სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას. [სანქციები] სამწუხარო და არაობიექტური იქნება. ცუდი იქნება ზოგადად ქვეყნისთვის”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.