საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს.
ანდრიუს კალინდრა შეხვდება სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორს, გია ზურაბაშვილს.
პირველი არხის ინფორმაციით, საუბარი შეეხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის საქართველოში ვიზიტს და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მის სიტყვით გამოსვლას; ამასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩის დაბარებას.