სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სენატორი აღნიშნავს, სენატში დარეგისტრირებული „ქართველი ხალხის აქტი“ უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას.
„იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, გადალახოს პრეზიდენტის ვეტო უცხოური აგენტების შესახებ კანონზე. ჩემი „ქართველი ხალხის აქტი“ უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და უგულებელყოფს ქართველი ხალხის აბსოლუტურ სურვილებს“, – აცხადებს შაჰინი.