პრეზიდენტს ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, რადგან ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
თუმცა, დეკანოიძის თქმით, მხარს უჭერს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ქარტიას.
„დღეს პრეზიდენტს ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, რადგან ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, მაგრამ სრულიად მხარს ვუჭერ იმ ქარტიას, რომელიც პრეზიდენტმა გამოაცხადა. მხარს ვუჭერ როგორც რეფორმების ნაწილს, ასევე პოლიტიკურ ნაწილს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ყველამ უნდა მოიპოვოს ნდობა, ვინც გადის არჩევნებზე. ეს ნდობა, უპირველეს ყოვლისა, არის, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს, ჩვენ ძალაუფლებისთვის კიარ ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით ამ ქვეყნის გადასარჩენად“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს ევროპული მომავალი სურს, თუ რუსული.