შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის განცხადებით, კანონის მიღების გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე.
„საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ დიდი პროტესტის, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, რომელმაც კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა, გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო და მიეღო კანონი უცხოური გავლენის შესახებ. ვინაიდან კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სტანდარტებთან და ღირებულებებთან, გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე“, – აღნიშნავს ტობიას ბილსტრომი.