პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ჩაერთვება და აქციის მონაწილეებს მიმართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილს აქციიდან საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს და მოუწოდეს, მივიდეს პარლამენტთან და ჩადგეს ერთიანობის სათავეში.
"საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან ერთად, მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თამარ კორძაიამ.