„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღმა, არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებული არსებითი პროგრესის მისაღწევად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიისა და ჯოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
"ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო კანონზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და უგულვებელეყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რამაც გამოიწვია მკაფიო რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმების შესახებ.
ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედება იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციას (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციას; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) ცხრა ნაბიჯიდან სულ მცირე სამში უკან დახევას და ეს უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. დინამიკის შესაცვლელად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ამისათვის საჭიროა მმართველი ხელისუფლების ძლიერი სურვილი.
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მოვლენების ასეთ განვითარებაზე რეაგირებისთვის ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, - წერია განცხადებაში.