პარლამენტმა აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ოთხი იყო.
პროცედურულად, კანონი ახლა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუ სალომე ზურაბიშვილი 5 დღის ვადაში ხელს არ მოაწერს მას, დოკუმენტი ისევ პარლამენტში დაბრუნდება და უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში.