„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს, რომელიც ტრიბუნასთან იდგა, წყალი შეასხა.
„ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა, ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომლებსაც თქვენ ადგახართ, მერწმუნეთ, ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს თქვენ მიერ ღალატით აჩეული გზა, იმიტომ, რომ ერთიან საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს ბოროტი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს. უსამშობლოების გაერთიანება ხართ, რომლებიც ღალატის გზას ხართ დამდგარი," - თქვა ვაშაძე.