დოკუმენტი, რომელსაც "ქართული ქარტია" უწოდეს, სინამდვილეში ქვეყნის ღალატის ტრაქტატია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერიძემ პარლამენტის პლანარულ სხდომაზე, სადაც "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.
„ეს დოკუმენტი, რომელსაც "ქართული ქარტია" უწოდეს, სინამდვილეში ქვეყნის ღალატის ტრაქტატია. ეს ქარტია, თავისი არსით მოქალატეობრივია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის შინაარსზე, სადაც ნათელია, რომ ყველა ის რეფორმა, რომელიც ქარტიაშია, წინასწარმომზადებას და დიდ დროს საჭიროებს. მათი აღსრულება ერთ სასესიო პერიოდში, სრული ბოდვაა. ფორმალურმა პრეზიდენტმა კანონზე ვეტოს შენიშვნები არ გამოაგზავნა და ის ცდილობს საზოგადოებას წარუდგინოს "ქვეყნის გადარჩენის" გეგმა, რომელიც ჩანასახშივე იმდენ ტყუილს შეიცავს, რომ უტოპიაა მისი რეალურ პოლიტიკაში შესრულება", - განაცხადა რიმა ბერიძემ.