„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
შესაბამისად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.