საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე არჩევნების შემდეგ დაიწყება საუბარი.
მისივე თქმით, საქართველო ლიდერია კანდიდატ წევრებს შორის.
„რაც შეეხება რეფორმებს, დემოკრატიას, საქართველო ნამდვილად უპირობოდ ლიდერი სახელმწიფოა, ამაში მათი დასკვნებიც მეტყველებს, როდესაც არ არის პოლიტიკური მიკერძოებულობა და არის მშრალი ობიექტური დასკვნები. ვხედავთ, რომ ლიდერი სახელმწიფო ვართ ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის და მთელ რიგ საკითხებში, უკვე წევრ სახელმწიფოებსაც ვუსწრებთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეკითხავზე მოხდება თუ არა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნა, რა მოლოდინებია საქართველოში, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ „როგორც ითქვა, არჩევნების შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებების გახსნაზე საუბარი“.