თელავში, ერეკლე II-ის გამზირზე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მაღაზიის ნაწილი დაიწვა. ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ლევან ფიცხელაურმა განუცხადა, ხანძარი სავარაუდოდ გაუმართავი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.
„ხანძრის ლოკალიზება მალე შევძელით. მაღაზია საერთო ბინის პირველ სართულზეა და ხანძრის ჩაქრობა დროულად რომ არ მომხდარიყო, დიდი მსხვერპლი იქნებოდა," - აღნიშნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ლევან ფიცხელაურმა.