შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია. ინფორმაცია უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე ხელმოწერა გაიწვია კავკასიის უნივერსიტეტმაც.
შეგახსენებთ, 14 მაისს საქართველოს 38-მა უნივერსიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდნენ აკადემიური სივრცე პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს.