არ არსებობს საქართველოში არცერთი პოლიტიკური პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, სააკაშვილით სათავეში, რომელმაც ოდესმე საქართველოში რუსული საქმე გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ტერიტორიები, სტრატეგიული ობიექტები ჩააბარა და მეტი უპირატესობა მიანიჭა რუსეთს კავკასიის რეგიონში. რუსეთის კონტროლს დაუქვემდებარა გაზგაყვანილობა, რომელიც კასპიის რეგიონის რესურსებს ზიდავს ევროპულ ბაზრებზე. დღეს სააკაშვილი ლაპარაკობს ანტირუსულ განწყობებზე, როდესაც იანუკოვიჩთან ყველაზე მეტი სიახლოვე, ამ თვალსაზრისით, სწორედ სააკაშვილს აქვს.
რაც შეეხება თბილისის მეიდანიზაციას, ანუ სისხლისღვრას როგორც პოლიციელების, ასევე მომიტინგეების, ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტას, ეს არის მისი სტილი, იდეა, მისი სტრატეგია და მისთვის მთავარი ყოველთვის ეგ იყო, შეთქმულთა შორის, საქართველოს წინააღმდეგ. დღეს ის ჩაანაცვლეს. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებების რადიკალიზაცია მიუთითებს, რომ უნდა ხელმძღვანელობა ამ პოლიტიკური გაერთიანების, რასაც ჩვენ სწორ სახელს „გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სხვა სახელი არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს, 4 ნომერი იქნება, 25 თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სააკაშვილი წერს, რომ არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა, გარდამავალმა, ტექნიკურმა მთავრობამ.