„ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ უცნობი ნომრებიდან მმართველი გუნდის პოლიტიკის მოწინააღმდგეებთან განხორციელებული ზარების უკან „ქართულ ოცნება“ არ დგას.
გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ეს კამპანია სწორედ მმართველი გუნდის ოპონენტებმა "კონკრეტულ ოთახებში" დაგეგმეს.
რასაკვირველია, არ შეიძლება "ქართული ოცნება" იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია. შეურაცხყოფაა. თვითონ თემა არის შემოტანილი იმისთვის რომ, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავე გახდეს.დარწმუნებული ვარ, ეს არის ის პროვოკაცია, რომელიც იგეგმება კონკრეტულ ოთახებში, სადაც იგივე საუბარი მიდის, რაც მაგალითად ჰერჩინსკისთან დაკავშირებით, კვარაცხელიასთან დაკავშირებით, გზების გადაკეტვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. პოლიციის შეჯახებასთან თუ სიქის გაძრომასთან დაკავშირებით და უამრავი სხვა რამ. ყველა დეპუტატის და მთავრობის წევრების ტელეფონის ნომრები არის გამოქვეყნებული და ამ ტელეფონებზე მიმდინარეობს ინტენსიური რეკვა და მესიჯების გზავნა უშვერი გინებით. ვინც გეგმავს ამას, სწორედაც ის უნდა, რომ ერთმა მხარემ რეკოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მეორე მხარემ რეკოს ოპოზიციის წარმოამდგენლებთან, მაგრამ როცა ასე არ ხდება და "ოცნება" ასეთ დონეზე არ ჩადის დაბლა, რასაკვირველია, ამას თვითონვე აკეთებენ", - ამბობს გია ვოლსკი.
მეორე დღეა ყალბი ნომრებიდან ურეკავენ და აგინებენ მათ, ვინც "ქართული ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებს.