კალიფორნიის გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა საკუთარი პოსტი დატოვა და გუბერნატორობა გადააბარა 72 წლის დემოკრატს ჯერი ბრაუნს, რომელმაც 2010 წლის 2 ნოემბერს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრაუნი კალიფორნიის გუბერნატორი იყო 1975-83 წლებში და 2010 წლის ნოემბრამდე შტატის გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს მოღვაწეობას არნოლდ შვარცნეგერი, თუმცა არ არის გამორიცხული, იგი კინოს დაუბრუნდეს.
არნოლდ შვარცნეგერმა რეჟისორ ჯეიმს კამერონთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.
შვარცნეგერი საკუთარ ბლოგში წერს, რომ ის "კამერონთან ერთად ერთ-ერთ პროექტზე მუშაობს", რომლის შესახებაც საზოგადეობას უახლოეს მომავალში ამცნობს.
ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის დაზუსტება, რა ერთობლივ პროექტზე იმუშავებენ კამერონი და შვარცნეგერი.
ისინი ერთმანეთს "ტერმინატორში" შეხვდნენ.