ისრაელის ხელისუფლებამ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულოს ორი პალესტინელი თანამშრომელი დააკავა.
დაკავებულებს ბრალი ედებათ ბოევიკებისათვის იარაღის უკანონო მიყიდვაში.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის "შინ ბეტის" მონაცემებით ეჭვმიტანილები, რომელთაც უკვე წარედგინათ ოფიციალურად ბრალი, "ჰამასის" დაჯგუფებას იარაღის შეძენაში ეხმარებოდნენ.
საკონსულოს თანამშრომლების დაკავება მოხდა იერუსალიმში ტერაქტის აღკვეთის ოპერაციის ფარგლებში.
არსებული ინფორმაციით "ჰამასის" ბოევიკები საფეხბურთო მატჩის დროს იერუსალიმის "ტედის" სტადიონის სარაკეტო იერიშს გეგმავდნენ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი საკონსულოს თანამშრომლების დაკავება დაადასტურა და ამავდროულად აღნიშნა, რომ "საკონსულოს თანამშრომმლების დაკავება არანაირად არ უკავშირდება მათ დიპლომატიურ საქმიანობას".