ჰაკერებმა გატეხეს და შეაღწიეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზებში. ინფორმაციას ავრცელებენ BBC და Skynews-ი.
BBC-ი არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ დგას ჰაკერული თავდასხმის უკან. Skynews-ის ინფორმაციით, ჰაკერები დაკავშირებულნი არიან ჩინეთის ხელისუფლებასთან. დიდი ბრიტანეთის მთავრობას კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა მიიღეს წვდომა სისტემაზე, რომელშიც ინახება სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო ჩანაწერები და საბანკო ანგარიშის ნომრები.
გატეხილი სისტემა, რომელსაც ოპერირებას უწევს სამინისტროს კონტრაქტორი, შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს ბრიტანეთის არმიის, საზღვაო ფლოტისა და საჰაერო ძალების ყოფილი წევრების შესახებ. საუბარია საგადასახადო სამსახურში წარდგენილ დოკუმენტებზე.
ამასთან, იუწყებიან, რომ ჰაკერებმა ვერ შეაღწიეს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემთა ბაზაში.