ვლადიკავკაზში სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსის მოადგილის ალექსანდრე ორლოვის ავტომობილი ააფეთქეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ინციდენტი ვლადიკავკაზი-ნაზრანის გზატკეცილზე მოხდა, მაშინ როდესაც ორლოვი სამსახურში მიდიოდა.
"მძიმედ დაჭრილი შტაბის უფროსის მოადგილე ვლადიკავკაზის კლინიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ავტომობილით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა", _ იუწყება რუსული მედია.