6 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას დაბადების დღეა.
უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია 1993 წელს 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მამია ალასანია, საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა მამია ალასანიას სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.