იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის მმართველი დემოკრატიული პარტიის რეიტინგის ვარდნის მიუხედავად, არ აპირებს პარალმენტის დაშლას და ვადამდელი არჩევნების გამართვას. ამის შესახებ თავად ქვეყნის პრემიერმა ნაოტო კანმა განაცხადა.
"გასული წელი იყო მძიმე და ჩვენ გვესმის, რომ ყველა პრობლემასთან ღირსეული გამკლავება ვერ შევძელით, თუმცა დარწმუნმებული ვარ, რომ ახალ წელს ჩვენ შევძლებთ შევასრულოთ ჩვენს წინაშე დასმული ამოცანები და გამოვასწოროთ ძველი შეცდომები", - განაცხადა კანმა.
მისივე განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისისთვის იგეგმება ქვეყნის მომქმედ საგადასახადო სისტემაში ცვლილებების შეტანა და მან აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
იაპონიის პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შესაძლებელს გახდის ფინანსური კრიზისის შედეგების დაძლევას და იაპონიის ეკონომიკის აშენებას, რომელიც "პასუხს გასცემს ახალი დროის მოთხოვნებს".