სტავროპოლის ზოოპარკში დათვმა ადამიანი შეჭამა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 10:00 საათზე დათვის გალიაში შევიდა მისი მომვლელი იმისათვის, რათა გალია მიელაგებინა.
მამაკაცს დაავიწყდა ბოქლომით ჩაეკეთა გალიის ის ნაწილი, რომელშიც დათვი შედენეს, რათა მას მომვლელისათვის დალაგებაში ხელი არ შეეშალა.
შედეგად დათვი მამაკაცს უკნიდან დაესხა თავს და სასიკვდილოდ დაკბინა. მამაკაცი გარდაიცვალა. იგი 55 წლის იყო.