ირანის წარომადგენელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ალი აშგარ სოლტანმა სააგენტოს წარმომადგენლები რუსეთიდან, ჩინეთიდან და ევროკავშირიდან ირანის ბურთვული ობიქტების დასათვალიერებლად მიიწვია.
სოლტანი ვიზიტის ოპტიმალურ თარიღად 15-16 იანვარის მიიჩნევს.
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მორიგი რაუნდის გამართვა 2011 წლის იანვარში იგეგმება.
ირანული მხარე მოითხოვს, რომ მოლაპარაკებები, რომელშიც ჩართულია საერთაშორისო შუამავლების "ექვსეული" (აშშ, დიდი ბრიტანეთი, Gერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი,) ჟურნალისტების თანდასწრებით გაიმართოს.
თეირანი მიიჩნევს, რომ იანვარში დაგეგმილი მოლაპარაკებებზე მასში ჩართულმა ყველა მხარემ საკუთარი მოსაზრებები პრესის თანდასწრებით უნდა დააფიქსიროს.
შეგახსენებთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გამო 2010 წლის 9 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა რუსეთმა, აშშ-მ, ჩინეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ასევე არამუდმივმა წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ.
აშშ და დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნები ოფიციალურ თეირანს ბრალს დებენ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში. ირანი უარყოფს აღნიშნულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მიმართულია მხოლოდ ქვეყნის ელექტროენერგიით დასაკმაყოფილებლად.