ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანის წარმომადგენელმა ალი ასგარ სოლტანმა, რუსეთის, ჩინეთის, ევროკავშირისა და სხვა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ირანის ბირთვული ობიექტების დასათვალიერებლად მიიწვია.
ამის შესახებ ინფორმაცია "ეხო მოსკვი" ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სოლტანის ირანში ვიზიტის ოპტიმალური თარიღად 15,16 იანვარის ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ და მთელი რიგი სხვა ქვეყნები ირანს ატომური იარაღის წარმოებაში ადანაშაულებს.
თეირანი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა ქვეყნისათვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებისკენაა მიმართული.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი ირანი ახალი ატომური ბომბის შექნას სამ წელიწადში შესძლებს.