კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თხილამურებზე სასრიალოდ დაპატიჟა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მოსკვი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ახალ წელს დიმიტრი მედვედევმა მსახიობსა და უკვე კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს ახალი წელი მიულოცა და "წარმატები და ახალი ცხოვრების დაწყება" უსურვა.
შეგახსენებთ, რომ მედვედევი და შვარცენეგერი ერთმანეთს გასულ წელს ორჯერ შეხვდნენ, ერთხელ ამერიკაში რუსეთის პრეზიდენტის და მეორედ კალიფორნიის ექს-გუბერნატორის მოსკოვში ვიზიტის დროს, რაც მათი მეგობრობის დასაწყისი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები