ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვში 31 დეკემბერს ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მასკვის" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე ფილიპ კროულზე დაყრდნობით ავრცელებს.
კროულის შეფასებით, მომხდარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებებსა, ქვეყნის მოდერნიზაციის პროგრამას ეწინააღმდეგება და რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს ზიანს აყენებს.
ამასთან, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური წარმომადგენელის, მაიკლ ჰამერის განაცხადებით, აშშ მწუხარებას გამოთქვამს, რომ რუსმა სამრთალდამცავებმა კონსტიტუციის დასაცავად ტრიუმფალურ მოედანზე გამოსული ოპოზიციის აქტივისტები და მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი დააკავა.