მოსკოვში ოპოზიციონერების აქციები დღესაც გაგრძელდება. ოპოზიცია დაპატიმრებული ლიდერების ბორის ნემცოვის, ილია იაშინის, ედუარდ ლიმონოვის და კონსტანტინე კოსიაკინის გათავისუფლებას მოითხოვს. ყველა მათგანი ახალი წლის დადგომამდე დააპატიმრეს და მათ სხვა და სხვა ადმინისტრაციული სასჯელი მიუსაჯეს.
აღნიშნული პერმანენტული აქციები იმართება მოსკოვის მერიის შენობასთან, წინასწარი დაკავების იზოლატორთან და სიმფეროპოლის ბულვართან. დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას სხვა და სხვა მოძრაობების აქტივისტებიც მოითხოვენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, აქციები მერიასა და წინასწარი დაკავების იზოლატორთან დღეს დღის განმავლობაში გაგრძელდება.