დაღესტნის ქალაქ მახაჩკალის შემოგარენში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათ ინფორმაციით, უკანონო შეირაღებული ფორმირების ორი წევრი მახაჩკალის შემოგარენში არსებულ შამხალის დასახლებაში მდებარე სახლში იყო გამაგრებული.
მთელს დასახლებაში კონტრტერორისტული რეჟიმი მოქმედებს. ევაკუირებულია ყველა ახლო მდებარე სახლის მაცხოვრებელი.
რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ბოევიკებმა დანებების წინადადებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც მათი ლიკვიდაციის სპეცოპერაცია დაიწყო.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ სამართალდამცავთა შორის მსხვერპლი და დაჭრილები არ არის.
მასალის გამოყენების პირობები