აშშ-ის ექს-პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის-უმცროსის თანაშემწის ჯონ უილერის გვამი ნაგავსაყრელზე იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია "Fox News" ავრცელებს.
ადგილობრივი სამართლადამცველების ცნობით, გარდაცვლილი სანაგვე ავზში უცნობმა პირებმა გადააგდეს. შემდეგ კი გვამი კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
66 წლის ჯონ უილერის მკვლელების გამოვლენაში პოლიცია დახმარებას ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვს.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯერ კიდევ პრეზიდენტ როლანდ რეიგანის დროს ვეტერანთა მემორიალის ფონდს ხელმძღვანელობდა.
ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი უცნობია.