რუსულ ოცნებას არანაირი განხილვა არ აინტერესებს. ყველა დეპუტატი, ვინც კითხვა დასვა და შევიდა მუხლობრივ განხილვაში, გამოაძევეს დარბაზიდან, რადგან არ აქვთ პასუხები, - ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ
მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს აქვთ დავალება რუსეთისგან და აპირებენ ამ დავალების ბოლომდე შესრულებას.
„არანაირი განხილვა არ აინტერესებს „რუსულ ოცნებას“, არანაირი მიზანი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს და ახლა გამომაგდეს მეც, ოღონდ არ ვიცი რის გამო, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარეს კონკრეტულ კითხვაზე. არ არის ამათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან მათ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს. საბოლოოდ ალბათ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი.“ – განაცხადა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძე იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გამოაძევეს. მანამდე ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს 6 ოპოზიციონერი დეპუტატი გამოაძევა.