რუსული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ბორის ნემცოვს მოსკოვის სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოძრაობა "სოლიდარობის" ლიდერი 31 დეკემბერს გამართული მიტინგის დროს, მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს და ადმინისტრაციული სასჯელის სახით 2-კვირიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ნემცოვთან ერთად დაპატიმრებულია მისი კოლეგა ოპოზიციონერი კონსტანტინ კოსიაკოვიც, რომელიც იგივე ბრალდებით ციხეში 10 დღე დარჩება.
"სოლიდარობის" მხარდამჭერები ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.
ბორის ნემცოვის პარტიის აქტივისტებმა და მომხრეებმა 31 დეკემბერს გამართულ მიტინგზე რუსი ბიზნესმენის მიხეილ ხადარკოვსკის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გააპტოტესტეს.