თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი წლის ადამიანი გახდა.
აღნიშნული ტიტული ერდოღანმა CNN Arabic-ის ინტერნეტ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოიპოვა.
საიტზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ერდოღანმა ხმების 74 %-ი მიიღო, ხოლო ხმების 20 %-ის მფლობელი სირიის პრეზიდენტი ბაზარ ასადი გახდა.
აღნიშნული გამოკითვის შედეგებით არაბულ ქვეყნებში თავად ერდოღანისა და თურქული დიპლომატიის პოპულარობა დასტურდება.