ავსტრალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, სტიქიამ 10 ადამიანი იმსხვერპლა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მაშველებისა და პოლიციელთა ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქს, რომელიც ნელ-ნელა წყლით იფარება, პირველადი საჭიროების ტვირთს სამხედრო თვითმფრინავით აწვდიან.
ძლიერი წვიმის შედეგად ქუინლენდის შტატში მდინარეები ადიდდა. წყალდიდობით გამოწვეული ზარალი მილიარ დოლარს აღწევს. ქალაქ როკჰემპტონში ადიდებული წყლის დონემ 9 მეტრს მიაღწია. ქალაქი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.