აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნა, რომ სენატის მიერ უკრაინის თავდაცვითი დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ კანონს დაუყოვნებლივ ხელს მოაწერს. ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამში წერს.
„ტელეფონით ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შემდეგ. პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი
და სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ დოკუმენტს დაუყოვნებლივ ხელს მოაწერს . მე მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს დახმარებისთვის, რომელიც არ სუსტდება, ასევე ნამდვილი გლობალური ლიდერობისთვის. მე მივიღე დაპირება ჯო ბაიდენისგან, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი და ის გააძლიერებს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებს, შორ მანძილე მოქმედ შეიარაღებას და საარტილერიო შესაძლებლობებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ბიდენთან საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის განგძრობად ტერორზე. მათ შორის დღეს ხარკოვის ტელეანძაზე განხორციელებულ თავდასხამზე.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერისა და მშვიდობის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები.