ივანიშვილს თუ ოდესმე რამე რესურსი ჰქონია, უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს დახარჯული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ოფშორების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ივანიშვილის ცუდ კონტექსტში წარმოჩენას ოპოზიცია ცდილობს.
„ბიძინა ივანიშვილს თუ ოდესმე რამე რესურსი ჰქონია, უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს დახარჯული ძალიან კარგ პროექტებზე, იმაზე, რომელიც ეროვნულ ინტერესებში შედის და არასდროს არაფერი აქედან არსად არ წაუღია, განსხვავებით ზოგიერთი ადამიანისგან, რომელსაც საკუთარი ბანკიდან გამოაქვს თანხა და მერე ოფშორულ ზონაში რიცხავს და მილიონობით არის ეს თანხა გადარიცხული და სასამართლომ უსაფუძვლოდ არ უწოდა ამას თაღლითობა. ბიძინა ივანიშვილთან შედარება ან უარყოფით კონტექსტში წარმოდგენა არასწორია, მორალურადაც არასწორია და რასაკვირველია, პოლიტიკას ამორალურობა ახასიათებს, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთ განცხადებას აკეთებს,“ - განაცხადა ცოლსკიმ ვოლსკიმ.